ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"საქართველოს ბანკის" LOVE CARD-ის კონკურსის გამარჯვებული ტაილანდში საგზურით დაჯილდოვდა
15/09/2011

  
პრესრელიზი

15 სექტემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248            
+995 77 720 144            
sbalavadze@bog.ge

"საქართველოს ბანკის" LOVE  CARD-ის კონკურსის გამარჯვებული ტაილანდში საგზურით დაჯილდოვდა
მომდევნო ოთხ გამარჯვებულს ძვირფასი პრიზები გადაეცა

[Publicity.Ge] თბილისი, 15 სექტემბერი - თბილისი - 15 სექტემბერი, 2011 - "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, LOVE CARD-ის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა. მათ ვინც, 1 სექტემბრამდე ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა LOVE CARD-ით, საჩუქრად გადაეცათ: პირველი ადგილის მფლობელს 2 კაციანი საგზური ტაილანდში - ტურის ხანგრძლივობა ერთი კვირა, ტურში შედის სასტუმრო და ავიაბილეთები 2 ადამიანისთვის. მეორე ადგილის მფლობელს გადაეცა ფოტოაპარატი Cannon  D5, მესამე ადგილის მფლობელს MACBOOK AIR, მეოთხე ადგილის მფლობელს IPAD 2-ი,  ხოლო მეხუთე ადგილის მფლობელს IPHONE 4.

LOVE CARD-ი, "საქართველოს ბანკის" ინოვაციური სერვისია, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებელს ინდივიდუალური დიზაინით გაფორმებული პლასტიკური ბარათის დამზადება შეუძლია. მომხმარებელს შეუძლია თავად შექმნას საკუთარი პლასტიკური ბარათის დიზაინი, სასურველი ფოტოსურათით, ან აარჩიოს LOVE CARD-ის გალერეაში არსებული მრავალფეროვანი ფოტოებიდან რომელიმე, შესაძლებელია როგორც VICE ELECTRON ან VICE CLASSIC, ისე  Cirrus Maestro ან MasterCard ტიპის პლასტიკური ბარათის დამზადება, რომელსაც ექნება ყველა სტანდარტული ფუნქცია. ყოველ ჯერზე, კი როდესაც მომხმარებელი LOVE CARD-ს გამოიყენებს, სასიამოვნოდ მოაგონდება ის, რაც ბარათზე იქნება გამოსახული. ნებისმიერი სხვა პლასტიკური ბარათისგან განსხვავებით, მისი დიზაინის ავტორი იქნება თავად პლასტიკური ბარათის მფლობლი. LOVE CARD-ის ექსკლუზიური დიზაინის ღირებულება 15 ლარია.

LOVE CARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს  www.lovecard.ge

წაკითხულია: 2498